The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან მარგიანი-სუბარი

ქეთევან მარგიანი-სუბარი
Legal name:ქეთევან მარგიანი
Date of birth:16 May, 1955  (71 years)
Category:Linguist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ყარაჩაის მხარე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების მიმართულებით 1978 წელს; 1988 წელს - ასპირანტურა საქ. მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში კავკასიური ენების განხრით; იკვლევდა ყაბარდოულ ენას აკად. ქეთევან ლომთათიძის ხელმძღვანელობით; საკვლევი თემა - "ყაბარდოული ფენა სვანურ ენაში".

სტუდენტობის წლებში პარალელურად მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში ხელშეკრულებით და დიდი წვლილი მიუძღვის ვ. თოფურიას და მ. ქალდანის "სვანური ლექსიკონისთვის" ზემოსვანური მასალის დამუშავებასა და გამოსაცემად მომზადებაში; 1978 წელს მუშაობა დაიწყო კავკასიური ენების კათედრაზე ლაბორანტად; 1981 წლიდან - გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" (შემდგომში "საქართველო") რედაქტორად; 1989 წელს ეროვნული მოძრაობის ინიციატივით წავიდა ჯავახეთში, მაშინდელ ბოგდანოვკაში (შემდგომში და დღემდე პირველი პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრიარქის კურთხევით - ნინოწმინდა) დუხობორებისგან დაცლილ სოფლებში ახლად ჩასახლებული ქართველების დამაგრების მისიით და სასაზღვრო სოფელ სამებაში (მაშინდელი კალინინო) სათავეში ჩაუდგა ახლად გახსნილ ქართულ საშუალო სკოლას; თბილისში დაბრუნების შემდეგ სამეცნიერო მუშაობა გააგრძელა ქართველოლოგიაში, 2008 წელს დაამთავრა დოქტორანტურა პროფ. იზა ჩანტლაძის ხელმძღვანელობით და დაიცვა აკადემიური ხარისხი; გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი, არის სამი მონოგრაფიის ავტორი და ოთხი მონოგრაფიის თანაავტორი; ასევე არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოცემის რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი, რეცენზენტი; მონაწილეობა მიღებული აქვს 70-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ; არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზემოსვანურ დიალექტთა მორფოსინტაქსური ანალიზის ზოგი ასპექტი", დაიცვა 2008 წელს.

Bibliography


Share: