შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან მარგიანი-სუბარი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი კავკასიური ენების მიმართულებით 1978 წელს; ასპირანტურა საქ. მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში კავკასიური ენების განხრით, იკვლევდა ყაბარდოულ ენას აკად. ქ. ლომთათიძის ხელმძღვანელობით, საკვლევი თემა - "ყაბარდოული ფენა სვანურ ენაში" 1988 წელს. 1978 წელს მუშაობა დაიწყო კავკასიური ენების კათედრაზე ლაბორანტად; პარალელურად მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში" (შემდგომში "საქართველო") რედაქტორა; 1989 წელს ჯავახეთის დუხობორებისგან დაცლილ სოფლებში ახლად ჩასახლებული ქართველების დამაგრების ხელშეწყობის მიზნით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნინოწმინდის რაიონის (მაშიდელი ბოგდანოვკა) სოფელ სამებაში (მაშინდელი კალინინო) და სათავეში ჩაუდგა ახლადგახსნილ ქართულ საშუალო სკოლას; თბილისში დაბრუნების შემდეგ სამეცნიერო მუშაობა გააგრძელა ქართველოლოგიაში, 2008 წელს დაამთავრა დოქტურანტურა, დაიცვა აკადემიური ხარისხი; გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი, არის ორი მონოგრაფიის ავტორი და ოთხი მონოგრაფიის თანაავტორი; მონაწილეობა მიღებული აქვს 60-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზემოსვანურ დიალექტთა მორფოსინტაქსური ანალიზის ზოგი ასპექტი", დაიცვა 2008 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |