Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ გოგინოვა![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. ინსტიტუტის დამთავრების თანავე განაწილებით მუშაობა დაიწყო სოფელ ვანათის (ცხინვალის რაიონი) საექიმო უბანში, სადაც თავდაუზოგავად შრომობდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად; ვანათის მეცხოველეობის ფერმაში ძროხების ნატურალური ყვავილით დაავადების აღმოჩენის დროს, მისი ოპერატიულობის და სწორი გადაწყვეტელების შედეგად თავიდან იქნა აცილებული ეპიდემიის გავრცელება; ჩატარებულმა აცრებმა ათობით ადამიანი იხსნა ყვავილით დაავადებისაგან; 1944 წელს ქსუისის საექიმო უბანიც ჩააბარეს; ორივე საექიმო უბანზე იგი თერაპევტიც იყო, პედიატრიც, გინეკოლოგიც, ქირურგიც, ინფექციონისტიც; ასევე თავი გამოიჩინა, როცა გრომის სასოფლო საბჭოში პარტახტიანი ტიფი გაჩნდა, ეს ძნელი უბანი მას მიანდეს. რვა თვეს ებრძოდა იგი მედპერსონალთან ერთად ტიფს და ეს ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდა; მალე გადაიყვანეს ცხინვალის საქალაქო ბავშვთა საავადმყოფოსთან არსებულ პოლიკლინიკაში უბნის ექიმად, ხოლო 1954 წლიდან აღნიშნული პოლიკლინიკის გამგედ დააწინაურეს; მისი თაოსნობით დაირაზმა სამედიცინო პერსონალი ბავშვთა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად; ორი წლის შემდეგ ქალაქში სრულიად აღიკვეთა დიფტერია, ყივანახველა, წითელას მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო. ექიმი პედიატრი, ეპიდემიოლოგი. წყარო: საგა ცხინვალელებზე და კიდევ სხვებზე : ნარკვევები, პუბლიცისტური წერილები / ციალა კახნიაშვილი.-გორი,2018.-გვ.326-331 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |