The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ პანიევი

ვლადიმერ პანიევი
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1992  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1941 წელს.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ დაიწყო შრომითი საქმიანობა ზემოავჭალის ჰიდროელექტროსადგურში (ზაჰესი); 1941-1945წწ. მუშაობდა საქართველოს ცკკპ სამრეწველო-სატრანსპორტო განყოფილებაში, შემდეგ დაინიშნა 26 კომისრის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარედ; 1955 წლიდან 23 წლის განმავლობაში იყო "თელასის" მმართველი. ამ წლების მანძილზე თბილისში წარმატებით ნერგავდა ელექტროგანათების ახალი ქსელის მშენებლობის წამყვან ტექნოლოგიებს; განათებულ იქნა ტრასები წყნეთის დასახლების, აეროპორტისა და ფუნიკულიორის მიმართულებით; შემუშავდა და განხორციელდა ისეთი ისტორიული ძეგლების გარე და არქიტექტურულ-დეკორატიული განათების პროექტები, როგორიცაა ნარიყალა, მეტეხი, ქართლის დედა ქ. თბილისში, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი ქ. მცხეთაში, ასევე კულტურის მნიშვნელოვანი ობიექტები - რუსთაველის სახელობის თეატრი, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი და ოპერისა და ბალეტის თატრი; 1970-იანი წლების ბოლოს ხელმძღვანელობდა ელექტროსაქსელო საწარმოს "საქშუქი", რომელიც აწარმოებდა ელექტრო-განმანათებელი ქსელებისა და გარე არქიტექტურულ დეკორატიული განათების დანადგარების მშენებლობას. აღზარდა ინჟინერ-ენერგეტიკოსების არაერთი თაობა. მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და იბეჭდებოდა ჟურნალებში: "ენერგეტიკოსი", "Светотехника". მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.280

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • შრომის ვეტერანი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: