შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ პაპავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1945 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 1943 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში". გაიარა გზა რიგითი ინჟინრიდან მაღალი ძაბვის ქვესადგურების პროექტირების განყოფილების უფროსის თანამდებობამდე. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დამუშვდა ენერგოსისტემის 35-110-220-500 კვ ქვესადგურების პროექტები, მათ შორის, "220 კვ ქვესადგური გლდანი", "220 კვ ქვესაგური რუსთავი", "220 კვ ქვესადგური ხაშური", "220 კვ ქვესადგური გორი", "220 კვ ქვესადგური ზესტაფონი", "500 კვ ქვესადგური ზესტაფონი". ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.281 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |