შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ პაპავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა რკინიგზის ტრანსპორტის თბილისის საინჟინრო ინსტიტუტი სპეციალობით ელექტრომექანიკოსი 1956 წელს. 1956-1988წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის ენერგომომარაგების ხაშურის მორიგე ელექტრომექანიკოსად, ტექნიკური ბიუროს უფროსად, უფროს ინჟინრად, ელექტროფიკაციისა და ენერგეტიკული მეურნეობის სამსახურის უფროსად, რკინიგზის კადრების განყოფილების უფროსი-გზის უფროსის მოადგილედ, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსად; 1990-1995წწ. რესპუბლიკური სპეციალიზებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების საქტოქსმეორად გადამუშავების გენერალური დირექტორის მოადგილე; 1995-1997წწ. საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის სათბობენერგეტიკული რესურსების გამოყენების საგზაო ინსპექციის უფროსი; 1985-1987წწ. თბილისის სახალხო დეპუტატების საბჭოს დეპუტატი; 1987-1990წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.281 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |