Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გრიგოლ ტაბატაძე
Date of birth: | 25 June, 1963 (61 years) |
Category: | Diplomat |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1986 წელს; 1985 წელს სწავლობდა კაიროს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გაირა არაბული ენის კურსი და წინასადიპლომო პრაქტიკა; აარონ ოფრის სახელობის დიპლომატიურ სკოლაში (ისრაელი) 1993 წელს; კაიროს დიპლომატიურ აკადემიაში 1994 წელს; დაამთავრა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების ცენტრის, სტრატეგიული კვლევებისა და თავდაცვითი ეკონომიკის კოლეჯი 1995 წელს. საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს, აღმოსავლეთის ქვეყნების განყოფილების გამგის მოადგილე; პოლიტიკური დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სამმართველოს უფროსი; პოლიტიკური დეპარტმენტის დირექტორის მოადგილე ახლო აღმოსავლეთის აზიის, აფრიკის და სამხრეთ აღმოსავლე აზიის ქვეყნების ხაზით; აზიის, აფრიკის ავსტრალიისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნების დირექტორის მოადგილე; დირექტორი; ევროპის დეპარტამენტის დირექტორი; ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი; მუშაობდა საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში: 1996-1999წწ. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იყო საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2011-2014წწ. ამავე საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2009-2010წწ. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში; 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – აკრედიტებული ერაყსა და ლიბანის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.151
|