The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ პატარაია

ზურაბ პატარაია
Date of birth:20 April, 1972  (53 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რადიოტექნიკის სპეციალობა რადიოინჟინრის კვალიფიკაციით 1993 წელს.

1993-1995წწ. იყო საქართველოს ცენტრალური ელექტროქსელის კავშირგაბმულობის განყოფილების თანამშრომელი; 1995-2002წწ. კერძო სექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის თიანეთის ფილიალის დირექტორი; 2004-2007წწ. სხვადასხვა დროს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის მცხეთის, რუსთავის და ქუთაისის სერვის ცენტრების მენეჯერი; 2007 წელს კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორი; 2008 წელს სსე-ს თბილისის სერვის-ცენტრის მენეჯერი; 2009 წლიდან სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ექსპლუატაციის დეპარტამენტის აღმასრულებელი მენეჯერი; 2009-2015წწ. მისი თაოსნობით და უშუალო ჩართულობით განხორციელდა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი ქვესადგურების სრული რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა; 2019 წლიდან "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საოპერაციო დირექტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.282; "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": gwp.ge


Share: