შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ პატარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რადიოტექნიკის სპეციალობა რადიოინჟინრის კვალიფიკაციით 1993 წელს. 1993-1995წწ. იყო საქართველოს ცენტრალური ელექტროქსელის კავშირგაბმულობის განყოფილების თანამშრომელი; 1995-2002წწ. კერძო სექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის თიანეთის ფილიალის დირექტორი; 2004-2007წწ. სხვადასხვა დროს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის მცხეთის, რუსთავის და ქუთაისის სერვის ცენტრების მენეჯერი; 2007 წელს კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქვემო ქართლის ფილიალის დირექტორი; 2008 წელს სსე-ს თბილისის სერვის-ცენტრის მენეჯერი; 2009 წლიდან სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ექსპლუატაციის დეპარტამენტის აღმასრულებელი მენეჯერი; 2009-2015წწ. მისი თაოსნობით და უშუალო ჩართულობით განხორციელდა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის კუთვნილი ქვესადგურების სრული რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა; 2019 წლიდან "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საოპერაციო დირექტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.282; "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი": gwp.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |