Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაულ პატარაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1958 წელს. 1958-1959წწ. "საქენერგოპროექტი", ინჟინერ–კონსტრუქტორი; 1959-1961წწ. სიონის ჰიდროტექნიკური კვანძის მშენებლობა, უფროსი ოსტატი; 1964-2010წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჰიდროენერგეტიკული კვლევების განყოფილების უფროსი; ტექნიკურ მენიცრებათა კანდიდატი (1972). 1985 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. გამოქვეყნებული აქვს 100 მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად ეხება საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების სფეროს. მის მიერ შესწავლილია კავკასიის ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკური მდგომარეობა, ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდის მიზნით, ჰიდროენერგეტიკული ობიექტების წყალგამტარი ნაგებობების მუშობა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის სიდიდე და მისი რეგიონალური განაწილება, რაც ჩამოყალიბდა სათანადოდ გამოცემულ მონოგრაფიაში. დამუშავებული აქვს მონოგრაფია "მშენებლობის ეკონომიკა". საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.283; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: construction.gtu.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |