Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქართლოს ყაჭიაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ელექტრონული გამოთვლითი მანქანების სპეციალობით 1972 წელს; მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის ასპირანტურა 1977 წელს. 1972-1974წწ. იყო მრეწველობის ავტომატიზაციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი ქ. გორი; 1974–1977წწ. მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტის გამოყენებითი მათემატიკის კათედრის ასპირანტი, ამავე კათედრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი (მოსკოვი); 1977–1981წწ. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "ელვას" ლაბორატორიის გამგე (თბილისი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოცენტი (შეთავსებით); 1981–1992 წწ. თბილისის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "ანალიზხელსაწყოს" განყოფილების გამგე (თბილისი); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი (შეთავსებით); 1992–2001წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს მონიტორინგის ეროვნული ცენტრის უფროსი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი (შეთავსებით); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორი (შეთავსებით); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით); 2001–2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი (შეთავსებით); 2007–2012წწ. ლაჰორის სახელმწიფო კოლეჯ–უნივერსიტეტის აბდუს სალამის სახელობის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლის უცხოელი პროფესორი (პაკისტანი); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (საზოგადოებრივ საწყისებზე); 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (შეთავსებით 2019 წლიდან); 1993–2006წწ. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ბაზისური სისტემების კომისიის (CBS) წევრი; 1997–2000წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს Ph.M.0108.CN5 წევრი; 1997–2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს T 05.13.CN4 წევრი; 2020 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი ინფორმატიკაში, მართვაში და ხელსაწყოთმშენებლობაში; 30 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი, თანარედაქტორი, საპატიო რედაქტორი, სარედაქციო საბჭოს წევრი. მათ შორის – სამი იმპაქტ ფაქტორიანი ჟურნალი; მრავალი საერთაშორისო (აგრეთვე ყოფილი საკავშირო) კონფერენციის ორგკომიტეტების, საპროგრამო კომიტეტების, მრჩეველთა კომიტეტების წევრი, სესიის ორგანიზატორი, სექციის თავჯდომარე, მიპატიჟებული მომხსენებელი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (მარტი, 1978) სპეციალობა: "ტექნიკური კიბერნეტიკა და ინფორმაციის თეორია". დისერტაცია დაცული იქნა მოსკოვის ენერგეტიკულ ინსტიტუტში (რუსეთი); დისერტაციის თემა: "მოძრავი ობიექტების აღმოჩენა და მიყოლა რადიოლოკაციური გაზომილი ინფორმაციის საფუძველზე"; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (ოქტომბერი, 1990) სპეციალობა: "კომპიუტერული ტექნიკის, მათემატიკური მოდელირების და მათემატიკური მეთოდების გამოყენება კვლევებში" და "გარემოს, ნივთიერებების, მასალების და საგნების კონტროლის საშუალებები და მეთოდები". დისერტაცია დაცული იქნა დ. მენდელეევის სახ. მოსკოვის ქიმიურ-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (რუსეთი). დისერტაციის თემა: "მათემატიკური მოდელები, მეთოდები და ალგორითმები ბუნებრივი გარემოს წყლის ობიექტების გაბინძურების დონის კონტროლის სისტემური ავტომატიზაციისათვის". გამოქვეყნებული აქვს 251 სამეცნიერო ნაშრომი, 5 სახელმძღვანელო (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე (მათგან ერთი ინდონეზიაში), 7 მონოგრაფია (რუსულ და ინგლისურ ენებზე - ერთი კიევში, ოთხი აშშ-ში, ერთი ინგლისში). პროფესორი (2000). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |