The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაკა სალხინაშვილი

მაკა სალხინაშვილი
Date of birth:31 October, 1973  (51 years)
Category:Lawyer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ადმინისტრაციულ სამართლის მიმართულებით 1998 წელს.

1996 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას კერძო და საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში; გარდა ამისა, იგი აქტიურად არის დაკავებული პრაქტიკული საქმიანობით 5 წელი მუშაობდა იურიდიულ კონსულტანტად დევნილთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში; 7 წელი ხელმძღვანელობდა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში; 2 წელი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი იყო; 2015 წლიდან დღემდე შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" ხელმძღვანელობს მარეგულირებელთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული წარმოების სამსახურს; წლების განმავლობაში მონაწილეობას იღებს კონფერენციებსა და სემინარებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი; ადმინისტრაციულ მეცნიერებათა 25-ე საერთაშორისო კონგრესის წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის წევრი; სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალ "ადვოკატის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2019 წლიდან ჟურნალის - "იურისტი გირჩევთ" რედკოლეგიის წევრი; ავტორია, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში გამოქვეყნებული 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია: gba.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2007-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტი, თანათავმჯდომარე (2022-)

Share: