შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ პოლოსინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტიხორეცკი (რუსეთი). დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1923 წელს. 1924-1938წწ. მუშაობდა ვოლხოვჰესის, ზაჰესის, რიონჰესის, აჭარის წყლის ჰესისა და სოხუმჰესის მშენებლობაზე; 1939-1940წწ. - "თბილჰიდროპროექტში" სხვადასხვა თანამდებობებზე. 1941-1945წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე. 1946-1949წწ. იყო ხრამჰეს-1-ის მშენებლობაზე ტრესტის "ხრამჰესმშენის" სამმართველოს მთავარი განყოფილების უფროსი. ავტორია სამეცნიერო შრომების ჰიდრომშენებლობისა და სამუშაოთა წარმოების დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.285 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |