შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიქია ნიაზ![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ონოღია, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო-ინჟინერ გეოლოგის კვალიფიკაციით 1984 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით 1999 წელს. 1984-1987წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობის და გაზის ძიების და დამუშავების კათედრის" ლაბორატორანტი; 1987-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობის და გაზის ძიების და დამუშავების კათედრის" ლაბორატორიის გამგე; 1992-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობის და გაზის ძიების და დამუშავების მიმართულების" უფროსი მასწავლებელი; 2006-2009წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ნავთობის და გაზის ტექნოლოგიების" დეპარტამენტის ასისტ. პროფესორი; 2009-2015წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ნავთობის და გაზის ტექნოლოგიების" დეპარტამენტის ასოც. პროფესორი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ნავთობის და გაზის ტექნოლოგიების" დეპარტამენტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 37 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 1 სახელმძღვანელო. გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი (2009), პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |