The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ საღლიანი

ვასილ საღლიანი
ოფიციალური სახელი:ვასო საღლიანი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 2004  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხუმარი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი.

1960 წელს მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში; 1967-1970წწ. მოიპოვა რესპუბლიკურ და საკავშირო საიუბილეო ფესტივალებზე ლაურეატის წოდება. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა და მის ნამუშევრებს მიღებული აქვს 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი. მისი 150-მდე ნამუშევარი დაცულია მესტიის ეთნოგრაფიულ და თბილისის ღია ცისქვეშ მოწყობილ თეატრალურ მუზეუმში. ორი ნამუშევარი კი დაცულია სირიის დედაქალაქ დამასკოსა და დრეზდენის მუზეუმში. მის მიერ შესრულებული სვანური ავეჯის კომპლექტი დგას დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის სამეფო რეზიდენციაში. გადაღებულია კინოფილმში, როგორც ხეზე კვეთის საუკეთესო ოსტატი. მის მიერ არის შესრულებული ქ. თბილისში სამების საკათედრო ტაძრის მარცხენა შემოსასვლელი კარები, ამაღლების ტაძრის შესასვლელი კარი, საბურთალოს პანთეონში თ. გაზდელიანის მიერ აშენებული აღმოსავლეთიდან შესასვლელი კარი და საქართველოს პატრიარქის ილია მეორის საკარცხული, რომელიც დგას პატრიარქის რეზიდენციაში. 2000-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შესრულებული, რომელიც ამშვენებს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერთა გალერეიებს. ავტორია უამრავი ჯვარ-ხატებისა, მიტროპოლიტთა კვერთხისა, ამბიონებისა და სხვადასხვა სარიტუალო ნივთების. იყო არა ერთი ისტორიული მონოგრაფიის ავტორი, წერდა ლექსებს, რომელიც იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.336; facebook.com


გააზიარე: