The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ღვინერია

შოთა ღვინერია
Date of birth:1 September, 1980  (44 years)
Category:Diplomat, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჯარო მოხელის ბაკალავრის კვალიფიკაციით 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საჯარო მოხელის მაგისტრის კვალიფიკაციით 2001 წელს; მადრიდის დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის კვალიფიკაციით 2005 წელს; აშშ-ს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის უსაფრთხოების სტრატეგიულ სწავლებათა მაგისტრის კვალიფიკაციით 2015 წელს.

2001-2006წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო პოლიტიკურ დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2006-2008წწ. საქართველოს მისია ნატო-ში, მრჩეველი; 2008-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სამმართველოს უფროსი; 2009-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი; 2010-2014წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2014 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2015-2016წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში; 2016-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგანგებო დავალებთა ელჩი; 2017-2018წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2017 წლიდან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი; 2019 წლიდან ბალტიის თავდაცვის კოლეჯის ლექტორი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.160


Share: