შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა რაზმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი და დატოვებულ იქნა სამრეწველო საწარმოთა ელექტრომომარაგების კათედრაზე ასისტენტად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1952). 1954 წელს მიიღო დოცენტის წოდება. მისი სადოქტორო დისერტაცია აღიარებული იყო როგორც ფუნდამენტური ნაშრომი დენის გარდაქმნის თეორიაში. არის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, შვიდი სახელმძღვანელოსა და მონოგრაფიის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით 1963 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა სამრეწველო ელექტრონიკის კათედრა. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულია ცხრა საკანდიდატო დისერტაცია. წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის და ელექტრონიკის ფაკულტეტის დეკანი, სამრეწველო ელექტრონიკის კათედრის გამგე, მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.286-287 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |