შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ყარალაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. 1982-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების განყოფილების უფროსის მოადგილე, მე-2 ევროპული დეპარტამენტის მეორე მდივანი, პირველი მდივანი, დსთ-ს დეპარტამენტის ორმხრივ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი; 1998-2002წწ. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-2 ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი; 2004-2007წწ. რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2007-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის რუსეთის სამმართველოს უფროსი, რუსეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში; 2018 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.162 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |