The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ყიფშიძე

მაია ყიფშიძე
Date of birth:9 April, 1960  (65 years)
Category:Diplomat, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი სპეციალობით ინგლისური ენა და ლიტერატურა 1982 წელს; 1994-1995წწ. იყო ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდიანტი ვორვიკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული პროგრამების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე ბრიტანეთმცოდნეობაში; მიიღო მაგისტრის ხარისხი.
1982-1989წწ. იყო ქ. თბილისის მე-3 სამუსიკო სასწავლებლის ინგლისური ენის პედაგოგი; 1989-2006წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინგლისური ენის პედაგოგი; 1996-2006წწ. საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 2000-2004წწ. საელჩოს საკონტაქტო ფუნქციის შესრულებისას საქართველო-ნატოს ურთიერთობების ხელმძღვანელი; 2006-2011წწ. საქართველოში ბრიტანეთის საბჭოში (British Council) დირექტორის მოადგილე საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური პროგრამების / პროექტების სფეროში; 2012 წელს ბრიტანეთის საელჩოში კულტურის ატაშე; 2012-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლადდაარსებული ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის დირექტორი. 2018-2022წწ.  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.164


Share: