The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ყურაშვილი

ირაკლი ყურაშვილი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1972  (53 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სრული კურსი 1994 წელს; 1995-1996წწ. გაიარა მადრიდის (ესპანეთი) დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა კურსი.
2009-2012წწ. იყო ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ესპანეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული; 2009 წლიდან საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2006 წელს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ესპანეთის სამეფოში; 2006-2007წწ. კონსული იმავე საელჩოში; 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ორმხრივ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი; 2001-2004წწ. ბენილუქსის ქვეყნებში საქართველო საელჩოს მრჩეველი, კონსული (ქ. ბრიუსელი); 1997-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის, ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის პირველი მდივანი; 1995-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მესამე მდივანი; 2012-2017წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში (ქ. ბერნი); 2018-2022წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ურუგვაის აღმოსავლეთის რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ჩილეს რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოში.იგი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის უფლებამოსილების შესრულებას 2023 წლის 21 მარტს შეუდგა. ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნამდე, 2022 წლის აპრილიდან 2023 წლის თებერვლამდე ირაკლი ყურაშვილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.165; საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში: latvia.mfa.gov.ge


გააზიარე: