Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გენრიხ რატიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1940 წელს ჩაირიცხა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტის მექანიკურ ფაკულტეტზე; 1942 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; ომის დამთავრების შემდეგ გააგრძელა სწავლა რკინიგზის ინსტიტუტში, დაამთავრა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1950 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის საელმავალო დეპოში. 1951-1955წწ. - ასპირანტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1955). 1956-1964წწ. ენერგეტიკის ინსტიტუტში ჩაატარა კვლევები თბური ტუმბოების დანერგვასთნ დაკავშირებით, გამოიკვლია თბოგადაცემის პროცესები ატომური რეაქტორის კასეტებში, შეისწავლა ხელოვნურ ხაოიანობის ზედაპირებზე თბოგადაცემის ინტენსიფიკაციის მოვლენები. 1965-1970წწ. მუშაობდა თბილისის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტში. 1957 წლიდან ლექციებს კითხულობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ჯერ თერმოდინამიკისა და თბოგადაცემის, შემდეგ კი თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის კათედრაზე. სამოცდაათიანი წლებიდან ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თბოტექნიკური სპეციალობების სტუდენტებისათვის სასწავლო ბაზის შექმნაში. 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, ორი სახელმძღვანელო და თორმეტი გამოგონება. პროფეროსი (1992). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.288 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |