The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ შარაშენიძე

თეიმურაზ შარაშენიძე
Date of birth:2 January, 1952
Date of death:15 December, 2024  (at 72 years)
Category:Diplomat, Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს;1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1987-1991წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი; 1991-1992წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო მრჩეველი; 1992-1996წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1998წწ. საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი; 1998-2004წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში; 2001-2004წწ. საქართველოს გენერალური კონსული ბულგარეთის რესპუბლიკაში და სტამბოლში; 2004-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში; 2008-2009წწ. საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2009-2011წწ. საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში; 2011-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში; 2018-2019წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში; 2019-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.166


Share: