შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი რისკოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბალტიის სამხედრო-საზღვაო უმაღლესი სასწავლებელი 1959 წელს; მოსკოვის საკავშირო პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1969 წელს. 1955-1959წწ. მსახურობდა კასპიისა და ბალტიის საზღვაო ფლოტების კურსანტად; 1959-1961წწ. სამხედრო ნაწილების მეთაურის თანაშემწედ და საბრძოლო ნაწილის მეთაურად; 1961-1965წწ. მუშაობდა ხრამჰეს-2-ის მშენებლობის ოსტატად; 1965 წლიდან - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენში" სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა მექანიზაციის სამმართველოს ოსტატად, უფროს ინჟინრად, უფროს ენერგეტიკოსად სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსად. აქტიურად მონაწილეობდა ენგურჰესიის მშენებლობაში. მიღებული სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.289 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |