Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლერი რუსეცკი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები" 1961 წელს; 1963 წელს - მოსკოვში "ხელმძღვანელი მუშაკების, ქვესადგურების უფროსების და ინჟინრების კვალიფიკაციის" ასამაღლებელი ორთვიანი კურსები. 1961-1962წწ. მუშაობდა ჭიათურის ელ. ქსელებში ელ. მონტიორად, ტრესტ "ჭაითურმარგანეცის" დარკვეთის მაღაროს ელექტრიკოსად; 1962-2004წწ. - "საქმთავარენერგოს" ზესტაფონის ელ. ქსელების ჭიათურის ქვესადგურების ჯგუფის უფროს ინჟინრად, ჭიათურისა და საჩხერის ქვესადგურების უფროსად; 1991-1995წწ. - ჭიათურისა და საჩხერის რაიონის საქსელო საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, რაიონის საქსელო საწარმოს მთავარ ინჟინრად, რაიონის საქსელო საწარმოს უფროსად; 2004-2009წწ. მუშაობდა ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად; 1969-1988წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქ. ჭიათურის ფილიალის "ზოგადი და თეორიული ელ. ტექნიკის" და "ელ. სადგურების, ქსელების და სისტემების" კათედრაზე. მას დიდი წვლილი მიუძღვის ზესტაფონის ელ. ქსელების, განსაკუთრებით ჭიათურის და მთლიანად ენერგოკვანძის და ქალაქის ელექტროქსელის განვითარების, ასევე 220 კვ ქსელის პროექტების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით 110 კვ ქვესადგურების "ჭიათურა 4.5"-ის და "საჩხერე-110"-ის, ეგხ "დილიკაურის" მშენებლობისა და ექსპლუატაციაში გაშვებით და "ღურღუელას" გამწმენდი ნაგებობების ჩართვით აღკვეთილ იქნა მდინარე ყვირილაში მანგანუმიანი წყლის ჩადინება. მიღებული აქვს მრავალი მადლობა და ჯილდო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.290 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |