The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფიქრია წოწკოლაური

ფიქრია წოწკოლაური
Date of birth:25 May, 1954  (70 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის და მარკერტინგის ფაკულტეტი 1976 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქონელმიმოქცევის ეკონომიკის და ორგანიზაციის კათედრის ასპირანტურა 1982 წელს.

1982-1988წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1989-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის ლაბორატოორიის გამგე; 2006-2009 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2006-2010წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2006-2010წწ. ინსტიტუტ ტექინფორმის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2012 – 2018წწ. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან  საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების აფილირებული ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1988). 50-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკუეი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

Bibliography


Share: