Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევლოგი გაბელაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოღოხაში, აბაშის რაიონი. 1958 წელს შრომითი საქმიანობა ბათუმის ერთ-ერთ წარმოებაში დამხმარე მუშად დაიწყო; 1959 წელს ჯარში გაიწვიეს, სამხედრო სამსახურს საზღვაო ფლოტში გადიოდა, საიდანაც უფროსი ზემდეგის წოდებით დაბრუნდა და 1964 წელს ბათუმის საზღვაო პორტის სანავსადგურო ფლოტში დაიწყო მუშაობა; საქმიანობა მოტორისტად დაიწყო მცირე ფლოტილიის გემებზე: «Храбрый» (1964), «Чорохи» (1966) და «Шторм» (1967), 1968 წელს კი ცურვა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემებზე გააგრძელა, ჯერ ტანკერ «Актау»-ს მოტორისტად, მომდევნო წლებში კი მოტორისტად და სარემონტო მექანიკოსად ცურავდა ტანკერებზე: «Бузовны» (1970-1971), «Поти» (1974-1977) და «Изяслав»; 1979-1981 წლებში გემ «Изяслав-ის» მეოთხე მექანიკოსად საქმიანობდა; მომდევნო წლებში მესამე და მეორე მექანიკოსის მოვალეობებს ასრულებდა ტანკერებზე «Изяслав», «Адигени» (1982), «Анапа» (1984) და «Академик Узнадзе»; 1989 წელს კი «Академик Узнадзе»-ს უფროს მექანიკოსად დაინიშნა; 1989-1993 წლებში ტანკერ «Капитан А. Качарава»-ს უფროსი მექანიკოსის მოვალეობებსაც ასრულებდა. შორეული ნაოსნობის გემთინჟინერი და უფროსი მექანიკოსი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |