The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი

მარიამ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი
Other name:მანია ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი
Date of birth:26 October, 1910
Date of death:10 August, 1992  (at 81 years)
Burial location:სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, მცხეთა
Category:Nobleman, Painter

Biography

მარიამ ბაგრატიონი დაიბადა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ოჯახში. სწავლობდა ფრანგულ ლიცეუმში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ რამდენიმე წელი უცხოეთში გაატარა, 1931 წელს კი ბაგრატიონების ოჯახი საბოლოოდ გადაიხვეწა საქართველოდან, რადგან აქ დარჩენა მათთვის სახიფათო იყო. მარიამი ნიცასა და პარიზში ეუფლებოდა სამხატვრო ოსტატობას. 1934 წელს დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ყოველდღე მოსალოდნელი იყო დაპატიმრება. 40-იან წლებში მარიამ ბაგრატიონის უცხოეთში დარჩენილი ოჯახის წევრების ცხოვრებაში მოხდა ისეთი მოვლენები, რომლებმაც უშუალო გავლენა იქონია მის ბედზე: 1946 წელს მამამისი  გიორგი ბაგრატიონი, რუსეთის ტახტის მემკვიდრემ, ვლადიმირ კირილის ძე რომანოვმა, 1946 წლის 5 დეკემბრის აქტით, ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად აღიარა. იმავე წელს, მარიამის ძმამ ირაკლი ბაგრატიონმა, ესპანეთის ინფანტა შეირთო ცოლად. 1948 წელს მარიამის და  ლეონიდა ბაგრატიონი ცოლად გაჰყვა რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაურს ვლადიმირ კირილის ძეს. მარიამი დააპატიმრეს და მაგადანში გადაასახლეს. მან რვა წელი გაატარა გადასახლებაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგაც მას არაერთი განსაცდელის გადატანა მოუხდა. 1973 წელს მარიამს ნება დართეს, თავის ახლობლებთან გამგზავრებულიყო მადრიდში. 1995 წელს მარიამის დამ მთავრინა ლეონიდა რომანოვამ და ძმისშვილმა გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილმა ესპანეთიდან გადმოასვენეს მარიამის მშობლების ნეშტები. ისინიც სვეტიცხოველში განისვენებენ, ხოლო 2007 წელს აქვე დაკრძალეს გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი. ხანგრძლივი ემიგრაციის და განშორების შემდეგ მარიამ ბაგრატიონის ოჯახის რამდენიმე წევრმა სამუდამოდ დაიდო ბინა სვეტიცხოვლის  ტაძარში. მარიამ ბაგრატიონმა დაწერა პოემა "Колымские следы", რომელიც კოლიმაზე გადასახლებაში (1948-1956) ყოფნის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს ეძღვნება. ალექსანდრე ბაგრატიონ-მუხრანბატონის შვილიშვილი.

წყარო: მოთმინებისა და სიმშვიდის საოცარი მაგალითი / კარიბჭე : მართლმადიდებლური ჟურნალი.- თბილისი, 2014.- ივლისი, N14(256).- გვ.11-13

Bibliography


Share: