Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1972 წელს; 1977 წელს კი ამავე უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ასპირანტურა, რომანული ფილოლოგიის მიმართულებით, ხოლო 2008 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურა. 1977-2009 წლებში მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; იგი იყო კლასიკური ფილოსოფიური მემკვიდრეობის განყოფილების მთარგმნელი (1977-1984), უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1985-1999), მეცნიერ-თანამშრომელი (1999-2006), ქართული და უცხოეთის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგის მოადგილე (2006-2009); ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტში (1991-2002), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2000-2002); 2010-2020 წლებში იგი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიური და სოციოლოგიური აზრის თარგმანის განყოფილების გამგე; 2015-2020 წლებში იყო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომელი; 2007-2020 წლებში სამეცნიერო სერიების – "ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია" და "ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები (თარგმანები)" - სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (თემა - "ფრანგულ-ქართული თარგმანის ადეკვატურობის პრობლემატიკა ფილოსოფიურ ტექსტში") და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი; არის 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მთარგმნელი და რედაქტორი; 1999 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე დოდო ლაბუჩიძე პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად აქტურად ეწეოდა ფრანგული კულტურის პოპულარიზებას საქართველოში, თანამშრომლობდა ფრანგული კულტურის ცენტრთან; იგი იყო საქართველოში "ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტის" წევრი ( საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი - Institut Français de Géorgie); 2009 წელს დოდო ლაბუჩიძე საფრანგეთის საელჩოს ეგიდით გამართული კონკურსის – "საუკეთესო მთარგმნელი" ფარგლებში წლის საუკეთესო მთარგმნელად დასახელდა; 2013 წელს იგი, როგორც საქართველოში ფრანგული კულტურის გამორჩეული ქომაგი და პოპულარიზატორი, ფრანგული ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციის მინისტრის ბრძანებით "საპატიო რაინდის ორდენით (Chevalier de L’ordre des Arts et des Lettres) დაჯილდოვდა. ფილოლოგიის დოქტორი. წყარო: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: encyclopedia.ge; პეტრიწის პორტალი: petritsiportal.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |