The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ ბალაძე

სოლომონ ბალაძე
Date of birth:1938  (87 years)
Category:Astronomer, Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სალიბაური, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის სანავიგაციო, გემთწამყვანი ფაკულტეტი 1960 წელს.

მომდევნო წლებში სხვადასხვა სანაოსნოების გემებზე გაიარა ყველა საფეხური რიგითი მატროსობიდან შორეული ნაოსნობის კაპიტნობამდე; წლების მანძილზე ცურავდა საოკეანო თევზჭერის ფლოტილიის გემებზე, იყო გადამამუშავებელი და თევზსაკონსერვო მცურავი ბაზის კაპიტან-დირექტორი; 1986 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში, 1992 წლიდან კი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში; საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს საზღვაო ასტრონომიასა და გემთწამყვანობის  სხვა სპეციალურ დისციპლინებში; წლების მანძილზე შორეულ ნაოსნობებში ხელმძღვანელობდა კურსანტების საზღვაო-სასწავლო პრაქტიკებს; არის ასტრონავიგაციის სახელმძღვანელოს ავტორი. ს. ბალაძის მიერ დამზადებული მზის საათი განთავსებულია და ამშვენებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ტერიტორიას. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

Awards and Honors

  • 2011 - ღირსების ორდენი
    საზღვაო სპეციალისტების აღზრდის საქმეში გაწეული ღვაწლისთვის

Share: