Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ კაჭარავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1974 წელს; ასპირანტურა ხალხთა მეგობრობის ლუმუმბას უნივერსიტეტის ასპირანტურა (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) 1978 წელს. 1978-1985წწ. ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1985-1989 წწ. ვ. ვ. დოკუჩაევის ნიადაგების ს/კ ინსტიტუტის აფხაზეთის მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1989-1993წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის აფხაზეთის მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების ცენტრის ხელმძღვანელი; 1993-2006წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის აგროტექნოლოგიების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1996-2009წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, აგრონომიის ფაკულტეტი, აგროტექნოლოგიების დეპარტამენტი, დოცენტი, სრული პროფესორი, ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2008-2010წწ. სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის, "ბიომრავალფეროვნება და ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევების გამოყენება" ხელმძღვანელი; 2004 წლიდან სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი - სამოქალაქო სამშვიდობო ინიციატივა, "ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენისას". დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის აკადემიის სიგელებით აგროტექნოლოგიის დარგში მიღწევებისათვის. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, საკანდიდატო დისერტაციის თემა: "მცენარეთა ფიზიოლოგია" ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1980წ.), სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,სადოქტორო დისერტაციის თემა: "მემცენარეობა", საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, (2002) წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ვებგვერდი: gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |