The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სპარტაკ საბაშვილი

დაბადების თარიღი:1927
გარდაცვ. თარიღი:1989  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1951 წელს.

1951 წელს მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში; 1951-1955წწ. მონაწილეობდა გუმათჰესის დაგეგმარებაში, მდ. ენგურის გამოყენების სქემაში და ენგურჰესის საპროექტო დავალების შემუშავებაში; 1962-1965წწ. ჯგუფის ხელმძღვანელი; 1966-1979წწ. ენგურჰესის სადაწნეო დერივაციული გვირაბის პროექტის მთავარი ინჟინერი; 1980 წლიდან - ახალციხის ჰიდროკვანძის კომპლექსის პროექტის მთავარი ინჟინერი. დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.292-293

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: