The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მალხაზ სადრაძე

მალხაზ სადრაძე
Date of birth:15 April, 1951  (74 years)
Category:Public official, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი 1973 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

1973-1980წწ. მუშაობდა "საქნავთობის" აღმოსავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოში მბურღავად, ბურღვის ოსტატად, სარაიონო სამსახურის ბურღვის ცვლის ინჟინრად, უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად და ცვლის უფროსად; 1980 წლიდან - ჩრდილოეთ კავკასიის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის საპროექტო განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; ხელმძღვანელობდა ჭაბურღილების მშენებლობის ტექნიკური პროექტების შედგენას; 1981-1986წწ. იყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" გეოლოგიურ საძიებო კანტორაში საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; ამავდროულად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1986 წლიდან - გეოლოგიურ საძიებო კანტორის მთავარი ინჟინერი; 1996 წლიდან - შპს "კანარგო-ჯორჯიაში" ბურღვის ინჟინერი; 1998 წლიდან - ამავე საწარმოში ბურღვის მენეჯერი. დანერგილი აქვს მრავალი რაციონალიზატორული წინადადება მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობით. მიღებული აქვს მრავალი ქების სიგელი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.293


Share: