შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ სამადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით საინფორმაციო-გამზომი ტექნიკა 1971 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია; 1975-1980წწ. სწავლობდა ასპირანტურაში გ. მ. კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი) და კალინინის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ქ. ლენინგრადი), სპეციალობით მაღალი ძაბვის ტექნიკა. ამ პერიოდში მისი კვლევის საგანი იყო ინოვაციური მიდგომების გამოყენება ენერგეტიკული და კოსმოსური დანიშნულების ტექნიკური ობიექტების სელექტროიზოლაციაში. აკადემიური დოქტორი. 1984-1986წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ელექტრული მანქანების და აპარატების კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1986-1988წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ელექტრული მანქანების და აპარატების კათედრა, დოცენტი; 1988-1981წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ელექტრომექანიკის და ელექტრონიკის ფაკულტეტი, დეკანი; 1991-1995წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესიული დახელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, დირექტორი; 1995-2004წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრატურის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი; 2004-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინოვაციური და საპროექტო მენეჯმენტის დეპარტამენტი, სრული პროფესორი, დეპარტამენტის უფროსი; 2006-2010წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბო და ჰიდროენერგეტიკის დეპარტამენტი, სრული პროფესორი, სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი; 2010 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, "საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის" დეპარტამენტი, პროფესორი, დეპარტამენტის უფროსი. მისი სამეცნიერო და პედაგოგიური ინტერესების სფეროა სამრეწველო მენეჯმენტი, ტექნიკური პროექტების მენეჯმენტი, ტექნოლოგიურ და სამეწარმეო ინოვაციათა მენეჯმენტი, პროდუქციის და პროცესების ხარისხის მენეჯმენტი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.295; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |