| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჭოლა ჯაში![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1972 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქონელმცოდნის სპეციალობით 1985 წელს. 1973 წელს ზღვაში საქმიანობა აჭარის თევზსაჭერი სამმართველოს ფლოტილიის სეინერებზე დაიწყო; 1975 წლამდე ასრულებდა შტურმანის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისა და კაპიტნის მოვალეობებს; 1978-1981წწ. იყო ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ზედამხედველობის სამსახურის მორიგე კაპიტანი; ზღვაში საქმიანობის პარალელურად 1980 წლიდან დაუსწრებლად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1981 წლიდან საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაშია; 1988 წლამდე სანაოსნოს არაერთ გემზე ასრულებდა შორეული ნაოსნობის შტურმანის მოვალეობებს, ცურავდა კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ; 2002-2007წწ. სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე იყო კაპიტნის უფროსი თანაშემწე, უფროსი ოფიცერი; 2007-2012წწ. შორეული ნაოსნობის კაპიტანი; 2014 წლიდან ყულევის საზღვაო ნავსადგურის მორიგე კაპიტანია. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

