The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკიფორე სამინავა

ნიკიფორე სამინავა
დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1987  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

მუშაობდა ქ. ნოვოკუზნეცკში; 1958 წლიდან - "საქმთავარენერგო", ინჟინერ-ნორმადარი, სარელეო დაცვის სამსახურის ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, სამსახურის უფროსი, 1-ლი საქსელო რაიონის უფროსი; 1975-1986წწ. - ცხაკაიას ელექტროქსელის მთავარი ინჟინერი. გარდაცვალებამდე, უკანასკნელი წლის განმავლობაში იყო ცხაკაიას ელექტროქსელის დირექტორი. 1966-1979წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფოთის საღამოს განყოფილებაში უფროს მასწავლებლად, კითხულობდა ლექციების კურსს ელექტროტექნიკის თეორიულ საფუძვლებში. მისი ხელმძღვანელობით ცხაკაიას ელექტროქსელს არაერთხელ დაუკავებია საპრიზო ადგილები 35 კვ და ზევით ძაბვის ქსელის ელექტრომონტიორების რესპუბლიკურ და საკავშირო დათვალიერება-კონკურსებში. დაჯილდოებული იყო სამკერდე ნიშნებით "ენერგეტიკის ფრიადოსანი" და "გოელროს 60 წლისთავი".

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.296

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: