The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ ქვარიანი

ავთანდილ ქვარიანი
Date of birth:12 November, 1950  (74 years)
Category:Public official, Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით 1971 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) 1989 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა თავდაპირველად რიგით მატროსად დაიწყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე. ცურავდა ტანკერებზე : «ФРИДРИХ ЭНЬГЕЛЬС», «БОРЖОМИ» და «НАДЕЖДА  КУРЧЕНКО», 1974 -1982 წლებში შტურმანად - კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ ცურავდა  გემებზე: «ЗАХАРИЙ  ПАЛИАШВИЛИ», «ИЗЯСЛАВ», «ПОТИ»,  «ЧКАЛОВ», «Пятидесятилетие Советской Грузии», «ХЕРСОН»-სა და «ГЕНЕРАЛ МЕРКВИЛАДЗЕ»-ზე, 1983-1989 წლებში კი უკვე უფროს ოფიცრად - კაპიტნის უფროს თანაშემწედ სანაოსნოს ტანკერებზე: «ЭВЕНСК», «АНАПА», «СУХУМИ», «КОМАНДАРМ ФЕДЬКО»-სა და «ТБИЛИСИ»-ზე; ზღვაში საქმიანობის პარალელურად  დაუსწრებლად სწავლობდადა ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში (НВИМУ), გახდა კაპიტანი და 1991 წლიდან უკვე დამოუკიდებლად, შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში მეთაურობდა და მართავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოსა და ქართულ-ინგლისური ერთობლივი სანაოსნო კომპანია «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ის არაერთ გემს; მომდევნო წლებში იგი სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე განაგრძობს საქმიანობას და ძირითადად სუპერტანკერებზე დაცურავს; ნაპირზე დაბრუნების შემდეგ საჯარო სამსახურშია, საქმიანობდა საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციასა და  საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: