The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ მუხაშავრია

თენგიზ მუხაშავრია
Date of birth:20 January, 1965  (60 years)
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ქ. ლენინგრადის (ახ. სანქტ - პეტერბუგი) საზღვაოსნო სასწავლებელი გემთწამყვანის სპეციალობით 1985 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სანავიგაციო ფაკულტეტი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 2006 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა სსრკ ბალტიის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; 1991 წელს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე შორეული ნაოსნობის კაპიტნის მეოთხე თანაშემწის პოზიციაზე საქმიანობა ჯერ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, 1994 წლიდან კი შორეული ნაოსნობის შტურმანად - კაპიტნის მესამე და მეორე თანაშემწედ ქართულ-ინგლისური ერთობლივი სანაოსნო კომპანია «ANGLO-GEORGIAN  SHIPPING»-ის თხევადი ტვირთის გადამტან გემებზე განაგრძო; მომდევნო წლებში კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა სხვადასხვა უცხოური სანაოსნო კომპანიის გემებზე; 2006 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ბათუმის  სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სანავიგაციო ფაკულტეტი და შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა; როგორც კაპიტანი მეთაურობდა სანაოსნო კომპანიების: «MAGNUS  CARIERS» (საბერძნეთი), «NORTH EAST» (ინგლისი), «TITAN OCEAN» (სინგაპური), «MASSI  SHIPPING» (არაბთა გაერთ. საემიროები) და სხვათა გემების ეკიპაჟებს. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: