შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოდერძი სანიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით "მარგი წიაღისებული საბადოების დაზვერვის ტექნოლოგია და ტექნიკა" 1975 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1975 წელს მუშაობა დაიწყო საწარმოო გაერთიანება "საქნავთობში" ბურღვის ინჟინრად, ბურღვის ოსტატად; 1978 წლიდან - მთავარი ტექნოლოგი აღმოსავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოში; 1999 წლიდან - ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს ქართლის უბნის უფროსი; 2004 წლიდან - ჭაბურღილის კაპიტალური შეკეთების საამქროს უფროსი; 2007 წლიდან - შპს "იორის ველი ნავთობი და გაზის" კომპანიაში კაპიტალური შეკეთების სამსახურის უფროსის მოადგილე. 2007 წელს დააჯილდოეს "ნავთობისა და გაზის მრეწველობის" დამოუკიდებელი პროფკავშირის საპატიო სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.298
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |