The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერი სანიკიძე

ვლადიმერი სანიკიძე
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, მარგი წიაღისეულის საბადოთა დაზვერვის ტექნიკისა და ტექნოლოგიის სპეციალობით 1871 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია.

1971 წელს დაიწყო მუშაობა ტაჯიკეთის გეოლოგიურ სამმართველოში ნავთობსაძიებო ჭაბურღილზე მბურღავის თანაშმწედ; 1972-1999წწ. მუშაობდა "საქნავთობის" სისტემაში ბურღვის ოსტატის თანაშემწედ, ბურღვის ოსტატად, ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, ნავთობმომპოვებელი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სატამპონაჟო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, საწარმოო მომსახურების ცენტრალური ბაზის უფროსად, შპს "ნავთობსერვისის" მთავარ ინჟინრად, დასავლეთ საქართველოს ღრმა საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსად, ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს უფროსად; 1999-2000წწ. - ქართულ-ამერიკულ ერთობლივ საწარმო "ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2000 წელს ქართულ-შვეიცარული საწარმო შპს "იორის ველში" კომერციული დირექტორის მოადგილე; 2000-2004წწ. - ქართულ-გერმანულ საწარმო "გეორგეროილ სერვისის" წარმოების დირექტორი; 2004-2005წწ. - "საქნავთობის" ნავთობისა და გაზის მოპოვების სამმართველოს" სუფსის უბნის ინჟინერი; 2007 წლიდან - სს "თელეთის ნავთობის კომპანიის" წარმოების მართვის და მონიტორინგის განყოფილების უფროსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.299


გააზიარე: