შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაია კვიციანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ხელოვნებათმოცდნეობა და სოცილური მეცნიერებების სპეციალობით 2007 წელს;2014 წელს რიჯენთსის უნივერსიტეტში ლონდონის ევროპის ბიზნეს სკოლის მიერ მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (MA) მენეჯმენტში ადამიანური რესურსების განხრით (European Business School (EBS), Regents University, London, UK). 2007-2008წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2010-2011წწ. იყო თბილისის მე-9 საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი; 2010-2011წწ. მუშაობდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალისტად; 2016 წელს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტად; 2016-2018წწ. მოდის სახლის შპს "დალოოდი" - გენერალურ დირექტორად; 2018-2019წწ. არის ბრიტანეთის საბჭო (British Council) - დიდი ბრიტანეთის / საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი, ახალგაზრდული ბორდის წევრი; 2020 წლიდან მულტიდისციპლინარული ხელოვნების მენეჯმენტის პლატფორმა "ედუკოს" დამფუძნებელი / არტ მენეჯერი, პლატფორმა მხარს უჭერს სახელოვნებო ინოვაციასა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას; 2021 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წლის 30 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |