Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ სილაგაძე![]()
Biographyდაამთავრა ორწლიანი საბუღალტრო კურსები 1924 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტი, სამთო-ინჟინრის კვალიფიკაციით 1933 წელს; 1933-1936წწ. კვალიფიკაციას იმაღლებდა ურალში, ქ. სვერდლოვსკის მინერალოგიის ინსტიტუტში. საბუღალტრო კურსების დამთავრების შემდეგ მუშაობდა აჭარის ფინანსთა სამინისტროში ბუღალტრად. იყო ქედის, ბათუმის და ჩაქვის ბანკების მთავარი ბუღალტერი; 1938-1940წწ. მუშაობდა აზერბაიჯანში "აზნეფტის", "ნაფტი-ჭალის" ტრესტში გეოლოგად, მთავარი გეოლოგის მოადგილედ ღრმა ბურღვისა და ნავთობის ამოღების დარგში. ამ პერიოდში გახდა ორი გამოგონების ავტორი. 1940 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა "საქნავთობის" სისტემაში, იყო ბურღვის კანტორის მთავარი გეოლოგი, ნავთობსარეწის, გეოლოგიურ-საძიებო, ნავთობ-საძიებო კანტორების დირექტორი და თემატური პარტიის უფროსი. ოთხჯერ იქნა არჩეული თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს დეპუტატად, სამჯერ ფოთის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი და ჟურნალ-გაზეთებში 60-ზე მეტი სტატია. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.304 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |