Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგეი სვირსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1974 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1987 წელს. ზღვაში პროფესიული საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დაიწყო ტანკერზე - «АДИГЕНИ»; 1976-1981წწ. სანაოსნოს ტანკერ «АЛЕКСИН»-ზე გაიარა ყველა საფეხური მატროსობიდან კაპიტნის მეორე თანაშემწეობამდე, 1984 წელს კი ტანკერ «НАДЕЖДА КУРЧЕНКО»-ს ჯერ კაპიტნის უფროსი თანაშემწე, მოგვიანებით კი კაპიტნის მოვალეობის შემსრულებელი გახდა; 1987 და 1989 წლებში კაპიტნის უფროს თანაშემწედ ცურავდა ტანკერებზე «ВЕЛИКИЙ ОКТЯБРЬ» და «Пятидесятилетие Советской Грузии»; სწორედ ამ უკანასკნელ გემზე, სახელოვანი კაპიტნის, გივი კობალაძისაგან მიიღო და გადაიბარა ამ ტანკერის კაპიტნობა, რომლის ეკიპაჟსაც მომდევნო 1989-1992 წლებში უკვე დამოუკიდებლად მეთაურობდა; შემდეგ იყო ტანკერები «Илья Чавчавадзе» და «Давид Бакрадзе», 1995 წელს კი იყო იმჟამად უკვე უცხოური დროშის ქვეშ მცურავი ტანკერ «PIROSMANI»-ს კაპიტანი; სიცოცხლის უკანასკნელი წლები კაპიტანმა სვირსკიმ ნაპირზე გაატარა; 1997-2004წწ. იგი სუპერინტენდანტად სანაოსნო კომპანია «Columbia Shipmanagement»-ში საქმიანობდა და ამ კომპანიის წარმომადგენლის მოვალეობებს ასრულებდა ქალაქ ბათუმში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |