The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ნამგალაძე

ზაზა ნამგალაძე
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1969  (56 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის სანავიგაციო - გემთწამყვანი ფაკულტეტი ტექნიკოს-გემთწამყვანისა და საზღვაო შტურმანის სპეციალობით 1989 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (НВИМУ) 1996 წელს.

1989 წლიდან თავდაპირველად რიგით მატროსად ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე, მოგვიანებით გახდა კაპიტნის მესამე, შემდეგ კი მეორე თანაშემწე; 2000 წლიდან შტურმანად საქმიანობდა სხვადასხვა ბერძნული სანაოსნო კომპანიის გემებზე, 2002 წელს კომპანია «QUEENSWAY NAVIGATION»-ში გახდა უფროსი ოფიცერი - კაპიტნის უფროსი თანაშემწე, 2006 წელს კი ამავე კომპანიაში იგი თავად დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: