The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმშერ სირაძე

ჯიმშერ სირაძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ფაკულტეტი 1972 წელს; 1975-1978წწ. - ასპირანტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დატოვებული იქნა ამავე ინსტიტუტში ელექტროტექნიკის კათედრაზე უფროს პრეპარატორად; 1978 წლიდან - ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრა, ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (2002). 1989-1998წწ. - სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე აღმზრდელობით დარგში; 1998-2005წწ. - სასწავლო დარგში; 2005 წელს - დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 35 სამეცნიერო და მეთოდური შრომა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.305

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია

  • ზოგადი ელექტრონიკა : მეთოდ. მითითებები...3113..., 3110... 27.04..., 2707... სპეც. სტუდ. (შემდგენელი). - თბილისი, საქ. აგრარ. უნ-ტი, 1991. - 68გვ.
  • ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაცია : მეთოდ. მითითებები ლაბორატ. სამუშაოების შესასრულებლად 1510-სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის სპეც. სტუდ. (შემდგენელი). - თბილისი, საქ. სას.-სამ. ინ-ტი, 1988. - 36გვ.

გააზიარე: