Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბიძინა სიჭინავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი ნავთობის და გაზის ჭაბურღილების ბურღვის სპეციალობით 1956 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინრის კვალიფიკაცია. 1956 წელს მუშაობა დაიწყო ნავთობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე; 1961 წლიდან მუშაობდა ტრესტ "საქნავთობის" კოლხეთის ბურღვის კანტორაში უფროს ინჟინრად, საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1967-1973წწ. - "საქნავთობის" თბილისპირა ღრმა საძიებო ბურღვის მთავარ ინჟინრად; 1975 წლიდან - ამიერკავკასიის ღრმა საძიებო ბურღვის ექსპედიციაში მთავარ ტექნოლოგად, ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად; 2003 წლიდან გარდაცვალებამდე - "საქტრანსგაზში" მთავარ დისპეტჩერად. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. იყო მრავალი გამოგონებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.306
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |