The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჯაოშვილი

ვახტანგ ჯაოშვილი
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1973  (51 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1995 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის მეორადი ფაკულტეტი 1994 წელს; პარიზის დიდროს უნივერსიტეტის გეოგრაფია და ისტორიის ფაკულტეტი 1996 წელს.

 1997-1999წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მრჩეველი; 1999-2004წწ. ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში ეკავა ატაშეს, მესამე, მეორე და პირველი მდივნის თანამდებობები, შემდგომში − საკონსულო სამსახურის უფროსი; 2004-2008წწ. საფრანგეთში საქართველოს საელჩოში ეკავა უფროსი მრჩევლისა და საკონსულო სამსახურის უფროსის თანამდებობები; 2012 წელს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2018 წელს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. 2008-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში; 2012-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებული ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკაში, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკასა და კენიის რესპუბლიკაში; 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში აკრედიტებული ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 194


გააზიარე: