შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ სოლომონია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1953 წელს მუშაობა დაიწყო იმავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. მის მიერ შემოთავაზებული მათემატიკური მოდელი გამოყენებული იყო ხუდონის, მინაძისა და ნამახვანის ჰესების დაგეგმარებისას. პირველმა დაამუშავა წყალსაცავების ფუნქციონირების მათემატიკური მოდელი. 1970 წელს დაიწყო გამოკვლევები საქართველოს მცირე ჰესების ავტომატიზაციის საკითხებში, შექმნა მეცნიერული სკოლა წყალენერგეტიკული ობიექტების ოპტიმალური დაგეგმარებისა და მართვის თეორიაში. მისი ხელმძღანელობით დაცული იქნა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. გამოაქვეყნა 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ესპანეთში, იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში. მისი მონაწილეობით შესრულებულ ნაშრომს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია" 1992 წელს მიენიჭა საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრემია. ხელმძღვანელობდა აშშ-ის მიერ დაფინანსებულ თემას "საქართველოს მდინარეების ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის კადასტრი", რომელიც გამოიცა 2006 წელს. 1971 წლიდან ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ჰიდროენერგეტიკული კვლევების განყოფილებას. წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ჩამოაყალიბა მეცნიერული სკოლა ჩვენს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპების გათვალისწინებით. ტენიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1955), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1968). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.307-308 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |