The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონიდ სხირტლაძე

ლეონიდ სხირტლაძე
Date of birth:1934
Date of death:2021  (at 87 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

1957 წლიდან მუშაობდა ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" (1963 წლიდან - საკავშირო ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" საქართველოს განყოფილება) ტექნიკოსად, ინჟინრად, უფროს ინჟინრად. 1965 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ახლად შექმნილ ინსტიტუტ "საქენერგოპროექტში" სამშენებლო განყოფილების ჯგუფის ხელმძღვანელად, მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად; 2002 წლიდან - შპს "საქენერგოპროექტის" მთავარი ინჟინრის მოვალეობის შემსრულებელი, მთავარი ინჟინერი, ტექნიკური დირექტორი; 1999-2005წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" მშენებლობისა და პროექტირების სამსახურის პროექტირების სექტორის მთავარი სპეციალისტი, სექტორის უფროსი. მიღებული აქვს სათაო ინსტიტუტის "ენერგოქსელპროექტის" და "საქენერგოს" სიგელები, მადლობები და პრემიები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.310

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანის მედალი

Share: