The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ტატიშვილი

გიორგი ტატიშვილი
Date of birth:12 January, 1973  (52 years)
Category:Geologist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებისა და ექსპლუატაციის ფაკულტეტი 1995 წელს და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი; 1997-1999წწ. გაიარა სამაგისტრო პროგრამა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა გეოლოგიის მაგისტრის ხარისხი; 2002 წელს გაიარა სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა.

1996-2000წწ. - შპს "ნავთობსამეცნიერო", ინჟინერი; 2000-2004წწ. - საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო, გარემოსა და ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2004-2008წწ. - საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს ლიცენზირებისა და ხელშეკრულებების დეპარტამენტის უფროსი; 2008-2011წწ. - ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსი; 2011-2013წწ. - ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მოადგილე და სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის (მსკ) თავმჯდომარე; 2013 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტორის სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.312


Share: