The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოე ფალიანი

ნოე ფალიანი
დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:2006  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მესტიის რაიონი.

მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, ბოლომდე იბრძოდა და გამარჯვებული დაბრუნდა თავის მშობლიურ მესტიის რაიონში. ომიდან დაბრუნების შემდეგ სამუშაოდ გაიგზავნა ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსად დაინიშნა. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროში. იგი იყო ერთ-ერთი უძლიერესი მოჭიდავე სპორტსმენი მძიმე წონაში. 1946 წლიდან იყო საქართველოს სამბოისტთა ნაკრები გუნდის კაპიტანი და ექვსგზის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში. 1960 წელს საცხოვრებლად დაბრუნდა მესტიაში და ეწეოდა საზოგადოებრივ და სპორტულ საქმიანობას. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.350


გააზიარე: